LOGIN
GEO / ENG



შემრევები & საშხაპე სისტემები

NOBILI

ქვეყანა: Italy

www: grupponobili.it

კატალოგი

ელეგანტური დიზაინის შემრევები თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის

როდესაც საუკეთესო ტექნოლოგია ერწყმის ესთეტიკას, შედეგი დაუვიწყარია. ათწლეულების მანძილზე თანამედროვე სტილში შემრევების იტალიური ბრენდი NOBILI აძლევს მომხმარებელს დაუჯერებელ გამოცდილებას. დღეს NOBILI ნიშნავს სრულყოფილებას. ახდენს რა რაციონალური აზროვნების პროვოცირებას Nobili შემრევები ქმნის ჰარმონიულობის, იტალიური დახვეწილობისა და განსაკუთრებულობის დაუვიწყარ შეგრძნებას თქვენს აზროვნებაში. სანდო, ერგონომიული, მარტივი, ინოვაციური NOBILI-ს შემრევები შექმნილია მათთვის ვინც ეძებს სილამაზესა და უმაღლეს ხარისხს. გორგია პრემიუმის შოუ-რუმში თქვენ დაგხვდებათ NOBILI-ს კოლექცია, რომელიც შეესაბამება თქვენს ნებისმიერ სტილს. აქ თქვენ იპოვით მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტილის მინიმალური და კლასიკური სტილის შემრევებს.

GROHE

ქვეყანა: Germany

www: grohe.com

კატალოგი

აღმოაჩინე ჩვენთან GROHE სრულყოფილი სამყარო

სააბაზანო მოწყობილობების სექტორში GROHE ბრენდი უკავშირდება მაღალ ხარისხს, ტექნიკურ ინოვაციას და დიზაინს, ფართო ასორტიმენტს, რომელსაც GROHE ათწლეულების განმავლობაში წარმატებით გადმოსცემს წყლის სისტემების ტექნოლოგიებში კოორდინირებული და ინოვაციური გადაწყვეტილებების სახით. GROHE აბაზანის შემრევები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით. გორგია პრემიუმი იდეალურად გადმოსცემს GROHE მისწრაფებას გარდაქმნას ჩვეულებრივი აბაზანა სახლის SPA ცენტრად, შეუქმნას მომხმარებელს განტვირთვის და რელაქსაციის გარემო სახლიდან გაუსვლელად. გორგია პრემიუმი მაქსიმალურად ერგება სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებელს. GROHE სამზარელო და სააბაზანო მოწყობილობების გარდა აგრეთვე გთავაზობთ GROHE Professional ხაზს, სადაც შეგიძლიათ შეარჩიოთ უმაღლესი ხარისხის სანიტარული სისტემების პროდუქტები, სპეციალური ფიტინგები, სააბაზანო პროდუქტები შიდა მონტაჟით და სხვა სპეციალური მასალები.

STELLA

ქვეყანა: Italy

www: rubinetteriestella.it

კატალოგი

იტალიური ბრენდი STELLA იდეალურად მოუხდება თქვენს სამზარეულოსა და აბაზანას

STELLA 130 წლიანი ისტორიის კომპანიაა, რომელიც 1882 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს განუმეორებელი და იშვიათი დიზაინის მქონე შემრევებს. STELLA შემრევების დიზაინის მოდელები უნიკალურად ერწყმის თანამედროვეობას და ინტერიერის დიზაინერებს მათი უნიკალური იდეების განხორციელების საშუალებას აძლევს. XX საუკუნის ისეთი მოდელები, როგორებიცაა: ITALICA, ROMA, ECCELSA, ხელით შესრულებული სამუშაო, დეტალურად დახვეწილს ხდის თითოეულ მოდელს. 130 წლიანი ისტორიის აღსანიშნავად ბრენდ STELLA-ზე დაიწერა წიგნი „La Ricera Dell’ecellenza” (სრულყოფილების ძიებაში), რომელიც თითოეულ ადამიანს საშუალებას აძლევს თავისი იდეა დაუკავშიროს STELLA-ს ისტორიას. Michele De Lucchi - ცნობილი არქიტექტორის მიერ 130 წლიანი იუბილეს აღსანიშნავად შექმნილი ორი სერია, Titian და Centotreata შეგიძლიათ შეიძინოთ ექსკლუზიურად მხოლოდ გორგიაში.