LOGIN
GEO / ENG



უნიტაზები & ხელსაბანები

DURAVIT

ქვეყანა: Germany

www: duravit.com

კატალოგი

მეტი ინდივიდუალურობა. მეტი კომფორტი

DURAVIT ყოველთვის ისწრაფვის ახალი ტერიტორიების ასათვისებლად და ინოვაციური ტექნოლოგიების დასამკვიდრებლად, არაორდინალური დიზაინის და პროდუქტის ახალი სეგმენტის ასათვისებლად. ინტერიერის ცნობილი დიზაინერის, Philippe Starck-ის დიზაინით შექმნილი DURAVIT-ის სველი წერტილების სერია გამოხატავს ინტერიერში თავისუფალ და გემოვნებიან სტილს, რომლის თითოეული დეტალი დამზადებულია მხოლოდ ნატურალური, დახვეწილი და ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით. დღეს გორგია პრემიუმში DURAVIT გთავაზობთ გახდეს თქვენი დიზაინერი. სხვადასხვა ზომის აბაზანა, საშხაპე კაბინა, ხელსაბანი, ბიდე, უნიტაზი, აუზი და აბაზანის აქსესუარები ქმნის ერთიან, დახვეწილ და გემოვნებიან თანამედროვე სტილს თქვენს სახლსა თუ ოფისში. DURAVIT ხაზს უსვამს თითოელი მომხმარებლის ინდივიდუალურობასა და ხასიათს.

HATRIA

ქვეყანა: Italy

www: hatria.com/en/hatria

კატალოგი

აბაზანა, რომელზეც ოცნებობთ

HATRIA - კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კერამიკის სანიტარულ პროდუქციაზე გთავაზობთ თანამედროვე სააბაზანო მოწყობილობებს: ხელსაბანები ყველა სასურველ ფორმაში, დასადგამი და შესაკიდი უნიტაზები, ბიდეები და პადონები, აბაზანის ავეჯი და აქსესუარები, ეს ის სარემონტო მასალებია, რომლებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ გორგია პრემიუმის აბაზანების შოუ-რუმში. ესთეტიურობა, მაღალი ტექნოლოგია, განუმეორებელი დიზაინი, ტექნოლოგიების საიმედოობა და ტრადიციები, ეს არის ჰატრიას ის უპირატესობა რომელსაც ირჩევს ჩვენი მომხმარებელი.

GEBERIT

ქვეყანა: Switzerland

www: geberit.com

კატალოგი

წყალი არის ჩვენი შთაგონების წყარო

GEBERIT არის ევროპული ბაზრის აბსოლუტური ლიდერი სანიტარულ ტექნოლოგიებში. 1874 წლიდან კომპანია ყოველთვის პირველი იყო ამ სფეროში, რომელიც თანამიმდევრულად ქმნიდა ახალ ტენდენციებს, თავისი ყოვლისმომცველი სისტემების გადაწყვეტაში. GEBERIT-ის პროდუქცია გათვალისწინებულია როგორც ახლად აშენებული შენობებისთვის, ასევე რეკონსტრუირებული და მოდერნიზებული პროექტებისთვის. იგი მოიცავს სანიტარული ტექნიკური სისტემების საწარმოო ხაზს (საინსტალაციო სისტემებს, ავზებსა და ჩამრეცხ მექანიზმებს, წყალგაყვანილობის ფიტინგებსა და ტრაპებს, საშხაპე ოთახს ტუალეტით) და წყალგაყვანილობის მილებს (შენობის სადრენაჟე სისტემებს, წყალმომარაგების სისტემებს). ბრენდ GEBERIT-ის პროდუქცია გამოირჩევა ინოვაციურობით, გამძლეობითა და ეკოლოგიურობით. გორგია პრემიუმი სთავაზობს GEBERIT ხაზს როგორც საცალო ვაჭრობისთვის, ასევე სანტექნიკოსებისთვის, მემონტაჟეებისთვისა და მსგავსი მომხმარებლებისთვის.

BOCCHI

ქვეყანა: Turkey

www: www.bocchi.com.tr

კატალოგი

Bocchi - აბაზანების კატეგორიაში წამყვანი ბრენდი

იტალიური ბრენდი Bocchi უკვე 63 წელია სთავაზობს თავის მომხმარებელს აბაზანებში ინოვაციურ, ეკოლოგიურ და დიზაინერულ გადაწყვეტილებებს. Bocchi აბაზანების კლასიკური დიზაინის სერია შექმნილია იტალიელი დიზაინერების მიერ სპეციალურად მათთვის, ვინც ეძებს დახვეწილობას და კონსერვატიზმს სახლის ინტერიერში. გორგია პრემიუმი თავის მომხმარებელს Bocchi-ს სახით სთავაზობს: კერამიკულ აბაზანებსა და სამზარეულოს ელემენტებს, აბაზანის ავეჯსა და აქსესუარებს, აბაზანებსა და კედლის რეზერვუარებს. Bocchi-ს სერია „Care & Comfort“ კი შექმნილია სპეციალურად უნარშეზღუდული პირებისთვის. Bocchi მაქსიმალურად ერგება სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლის ინტერესებს და გთავაზობთ მხიარულ და ხასხასა ფერებს. სერია ''Eco-Friendly Toilet” დაგეხმარებათ კიდევ უფრო დაზოგოთ წყლის რესურსი. სერია“XL Toilet” კი შექმნილია მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის. ეს არის Bocchi სტილი გორგია პრემიუმში.