LOGIN
GEO / ENG



აბაზანები & საშხაპე კაბინები

DURAVIT

ქვეყანა: Germany

www: duravit.com

კატალოგი

მეტი ინდივიდუალურობა, მეტი კომფორტი!

DURAVIT ყოველთვის ისწრაფვის ახალი ტერიტორიების ასათვისებლად და ინოვაციური ტექნოლოგიების დასამკვიდრებლად, არაორდინალური დიზაინის და პროდუქტის ახალი სეგმენტის ასათვისებლად. ინტერიერის ცნობილი დიზაინერის, Philippe Starck-ის დიზაინით შექმნილი DURAVIT-ის სველი წერტილების სერია გამოხატავს ინტერიერში თავისუფალ და გემოვნებიან სტილს, რომლის თითოეული დეტალი დამზადებულია მხოლოდ ნატურალური, დახვეწილი და ბუნებრივი ნედლეულის გამოყენებით. დღეს გორგია პრემიუმში DURAVIT გთავაზობთ გახდეს თქვენი დიზაინერი. სხვადასხვა ზომის აბაზანა, საშხაპე კაბინა, ხელსაბანი, ბიდე, უნიტაზი, აუზი და აბაზანის აქსესუარები ქმნის ერთიან, დახვეწილ და გემოვნებიან თანამედროვე სტილს თქვენს სახლსა თუ ოფისში. DURAVIT ხაზს უსვამს თითოელი მომხმარებლის ინდივიდუალურობასა და ხასიათს.

HATRIA

ქვეყანა: Italy

www: hatria.com

კატალოგი

აბაზანა, რომელზეც ოცნებობთ

HATRIA - კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კერამიკის სანიტარულ პროდუქციაზე გთავაზობთ თანამედროვე სააბაზანო მოწყობილობებს: ხელსაბანები ყველა სასურველ ფორმაში, დასადგამი და შესაკიდი უნიტაზები, ბიდეები და პადონები, აბაზანის ავეჯი და აქსესუარები, ეს ის სარემონტო მასალებია, რომლებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ გორგია პრემიუმის აბაზანების შოუ-რუმში. ესთეტიურობა, მაღალი ტექნოლოგია, განუმეორებელი დიზაინი, ტექნოლოგიების საიმედოობა და ტრადიციები, ეს არის ჰატრიას ის უპირატესობა რომელსაც ირჩევს ჩვენი მომხმარებელი.

PELIPAL

ქვეყანა: Germany

www: pelipal.com

კატალოგი

ინოვაციური იდეები და მრავალფეროვნება თქვენს აბაზანაში

Pelipal გთავაზობთ აბაზანების ფართო გადაწყვეტილებებს, რომელიც ყოველთვის პასუხობს ინტერიერისადმი თქვენს მოლოდინებს. სერია Pelipal PCON გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას შექმნათ საკუთარი დიზაინის აბაზანა. გორგია პრემიუმში თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ Pelipal ინდივიდუალური დიზაინის აბაზანის ავეჯი, რაც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენი ოცნების სახლი.

ANTONIO VALANTI

ქვეყანა: Italy

www: armadiart.com

კატალოგი

კლასიკური, ავანგარდული და თანამედროვე აბაზანის ავეჯი

კლასიკური, ნეო კლასიკური, ექსკლუზიური, ავანგარდული და თანამედროვე აბაზანის ავეჯი, ეს ANTONIO VALANT-ის იტალიური სტილია. ავეჯის კლასიკური სერიით ANTONIO VALANT-ის მიზანია შესთავაზოს თავის მომხმარებელს კლასიკურ რითმებზე შექმნილი თანამედროვე ინტერიერის ავეჯი.