LOGIN
GEO / ENG



განათება

FLOS

ქვეყანა: Italy

www: flos.com

კატალოგი

ჩვენი განათება არასდროს იქნება სერიზულად განწყობილი იმ თამაშისა და იუმორის სტილთან მიმართებაში რომელსაც ჩვენ ვქმნით

FLOS 1962 წელს დაასრდა ქალაქ მერანოში პიერ გასტიგლიონის მიერ. კომპანია გამოირჩევა თავისი ისტორიით, შინაარსითა და ფილოსოფიით. FLOS იტალიასა და ესპანეთში დიზაინერულ და არქიტექტორულ განათებებს აწარმოებს. კომპანია წარმოებაში ისეთ რევოლუციურ მასალებს იყენებს, როგორიცაა აბრეშუმის პარკები, დღეს უკვე ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი და დიოდური განათება. FLOS თანამშრომლობს და ქმნის მოდელებს ცნობილი დიზაინერების კონცეფციებით.

FONTANA ARTE

ქვეყანა: Italy

www: fontanaarte.com

კატალოგი

განათება აუცილებელია სიცოცხლისთვის, სახლისთვის

FONTANA ARTE დაარსდა 1881 წელს ლუიჯი ფონტანას მიერ იტალიაში, ქალაქ მილანში. ბრენდი აწამოებს განათებებს, როგორც ინტერიერისთვის ასევე ექსტერიერისთვის. FONTANA ARTE აგრეთვე აწარმოებს მინას ავეჯისთვის.

CATTELAN ITALIA

ქვეყანა: Italy

www: www.cattelanitalia.com/

კატალოგი

გატაცება ინტერიერის ელემენტებით და დეტალებზე ორიენტირება, ეს კატელანის სტილია

CATTELAN ITALIA 1979 წელს Mr. Giorgio and Mrs.Silvia Cattelan-ის მიერ დაარსდა. კომპანია გემოვნებიანი, დახვეწილი და კომფორტული ავეჯით გამოირჩევა. დიზაინში გამოიყენება სხვადასხვა მასალა: ხე, მინა, მარმარილო, მეტალი და ტყავი, რის შედეგადაც დიზაინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და ინტერიერის მოდის თანამედროვე ტენდენციებს. CATTELAN ITALIA-ს ავეჯი 100%-ით დამზადებულია იტალიაში წარმოებული დეტალებისგან. CATTELAN ITALIA ეს არის არასდანტარტული მასალებისა და ფერების შეხამება.

ARKETIPO

ქვეყანა: Italy

www: arketipo.com

კატალოგი

ARKETIPO-ს ყველა პროდუქტი ხელოვნების ნიმუშია

კომპანია ARKETIPO არის მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს ავეჯს. იგი დაარსდა 1980-იან წლებში. ARKETIPO გამოირჩევა სადა და ელეგანტური სტილით, რომელშიც გაერთიანებულია კულტურა, ტრადიცია და მაღალი ხარისხი. 2011 წლიდან კომპანიამ მიიღო საერთაშორისო აღიარება უმაღლესი ხარისხის დივნების წარმოებაში, სადაც გამოყენებულია ტასკანის ტექსტილის ტრადიცია. სავარძლები, საწოლები, მაგიდები, სასადილო მაგიდები, სკამები და აქსესუარები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც შეუმჩნევლად არ დაგრჩებათ გორგია პრემიუმის იტალიურ შოუ-რუმში.

PEDRALI

ქვეყანა: Italy

www: pedrali.it

კატალოგი

PEDRALI - იტალიური სურნელი

PEDRALI იტალიური კომპანიФა, რომელიც 1963 წლიდან აწარმოებს თანამედროვე ავეჯს სახლისთვის, ოფისისთვის და საზოგადოებრივი ადგილებისთვის.სკამების, მაგიდების, სანათებისФ და საკიდების ფართო ასორტიმენტი ექსკლუზიურად წარმოებულია იტალიაში ტრადიციული და ინოვაციური, საინჟინრო და კრეატიული სტილის გამოყენებით. ცნობილი დიზაინერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას PEDRALI-ს ღირებული პროდუქციის შექმნაში.