LOGIN
GEO / ENG



ავეჯი & სამზარეულო

ARKETIPO

ქვეყანა: Italy

www: arketipo.com

კატალოგი

ARKETIPO-ს ყველა პროდუქტი ხელოვნების ნიმუშია

კომპანია ARKETIPO არის მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს ავეჯს. იგი დაარსდა 1980-იან წლებში. ARKETIPO გამოირჩევა სადა და ელეგანტური სტილით, რომელშიც გაერთიანებულია კულტურა, ტრადიცია და მაღალი ხარისხი. 2011 წლიდან კომპანიამ მიიღო საერთაშორისო აღიარება უმაღლესი ხარისხის დივნების წარმოებაში, სადაც გამოყენებულია ტასკანის ტექსტილის ტრადიცია. სავარძლები, საწოლები, მაგიდები, სასადილო მაგიდები, სკამები და აქსესუარები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც შეუმჩნევლად არ დაგრჩებათ გორგია პრემიუმის იტალიურ შოუ-რუმში.

CATTELAN ITALIA

ქვეყანა: Italy

www: www.cattelanitalia.com

კატალოგი

გატაცება ინტერიერის ელემენტებით და დეტალებზე ორიენტირება, ეს კატელანის სტილია

CATTELAN ITALIA 1979 წელს Mr.Giorgio and Mrs.Silvia Cattelan-ის მიერ დაარსდა. კომპანია გემოვნებიანი, დახვეწილი და კომფორტული ავეჯით გამოირჩევა. დიზაინში გამოიყენება სხვადასხვა მასალა: ხე, მინა, მარმარილო, მეტალი და ტყავი, რის შედეგადაც დიზაინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და ინტერიერის მოდის თანამედროვე ტენდენციებს. CATTELAN ITALIA-ს ავეჯი 100%-ით დამზადებულია იტალიაში წარმოებული დეტალებისგან. CATTELAN ITALIA ეს არის არასდანტარტული მასალებისა და ფერების შეხამება.

ARKETIPO

ქვეყანა: Italy

www: cattelanitalia.com

კატალოგი

გატაცება ინტერიერის ელემენტებით და დეტალებზე ორიენტირება, ეს კატელანის სტილია

კომპანია ARKETIPO არის მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს ავეჯს. იგი დაარსდა 1980-იან წლებში. ARKETIPO გამოირჩევა სადა და ელეგანტური სტილით, რომელშიც გაერთიანებულია კულტურა, ტრადიცია და მაღალი ხარისხი. 2011 წლიდან კომპანიამ მიიღო საერთაშორისო აღიარება უმაღლესი ხარისხის დივნების წარმოებაში, სადაც გამოყენებულია ტასკანის ტექსტილის ტრადიცია. სავარძლები, საწოლები, მაგიდები, სასადილო მაგიდები, სკამები და აქსესუარები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც შეუმჩნევლად არ დაგრჩებათ გორგია პრემიუმის იტალიურ შოუ-რუმში.

ROBERTO GIOVANNINI

ქვეყანა: Italy

www: www.robertogiovannini.com

კატალოგი

FIORENTINO ეტიკეტის საუკეთესო ტრადიცია

ROBERTO GIOVANNINI სახელოსნო გაიხსნა 1958 წელს რობერტო ჯოვანინის მიერ იტალიაში. წარმოებული პროდუქცია არის თანამედროვეობისა და ფლორენციული ტრადიციების ნაზავი, ვინაიდან სილამაზის მოყვარულთათვის კლასიკური სტილი მუდამ აქტუალურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. რობერტო ჯოვანინი ქმნის უნიკალურ და ექსკლუზიურ პროდუქციას ტექნოლოგიური და ხელნაკეთი ორნამენტების საშუალებით. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ: სავარძლები, სკამები, დაბალი მაგიდები, საწოლები და სხვა ფუფუნების თანამედროვე და დახვეწილი ავეჯის ელემენტები.