LOGIN
GEO / ENG



ავეჯი & სამზარეულო

MOROSO

ქვეყანა: Italy

www: moroso.it

კატალოგი

სილამაზე და დახვეწილობა ინტერიერის ავეჯში

იტალიური კომპანია MOROSO 1952 წლიდან აწარმოებს რბილ ავეჯს. პროდუქცია იქმნება მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მიერ მაღალი ხარისხის მასალებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყოველ დეტალს. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს როგორც ფართო მასშტაბიანი პროექტებისთვის მაღალი ხარისხის ავეჯს, ასევე მდიდრული დიზაინით შექმნილ პროდუქციას აპარტამენტებისთვის. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ: სავარძლები, სკამები, დაბალი მაგიდები, საწოლები და სხვა ფუფუნების თანამედროვე და დახვეწილი ავეჯის ელემენტები.

ARKETIPO

ქვეყანა: Italy

www: arketipo.com

კატალოგი

ARKETIPO ყველა პროდუქტი ხელოვნების ნიმუშია

კომპანია ARKETIPO არის მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს ავეჯს. იგი დაარსდა 1980-იან წლებში. ARKETIPO გამოირჩევა სადა და ელეგანტური სტილით, რომელშიც გაერთიანებულია კულტურა, ტრადიცია და მაღალი ხარისხი. 2011 წლიდან კომპანიამ მიიღო საერთაშორისო აღიარება უმაღლესი ხარისხის დივნების წარმოებაში, სადაც გამოყენებულია ტასკანის ტექსტილის ტრადიცია. სავარძლები, საწოლები, მაგიდები, სასადილო მაგიდები, სკამები და აქსესუარები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც შეუმჩნევლად არ დაგრჩებათ გორგია პრემიუმის იტალიურ შოუ-რუმში.

ROBERTO GIOVANNINI

ქვეყანა: Italy

www: robertogiovannini.com

კატალოგი

FIORENTINO ეტიკეტის საუკეთესო ტრადიცია

ROBERTO GIOVANNINI სახელოსნო გაიხსნა 1958 წელს რობერტო ჯოვანინის მიერ იტალიაში. წარმოებული პროდუქცია არის თანამედროვეობისა და ფლორენციული ტრადიციების ნაზავი, ვინაიდან სილამაზის მოყვარულთათვის კლასიკური სტილი მუდამ აქტუალურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. რობერტო ჯოვანინი ქმნის უნიკალურ და ექსკლუზიურ პროდუქციას ტექნოლოგიური და ხელნაკეთი ორნამენტების საშუალებით. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ: სავარძლები, სკამები, დაბალი მაგიდები, საწოლები და სხვა ფუფუნების თანამედროვე და დახვეწილი ავეჯის ელემენტები.