LOGIN
GEO / ENG



ავეჯი & სამზარეულო

MOROSO

ქვეყანა: Italy

www: moroso.it

კატალოგი

სილამაზე და დახვეწილობა ინტერიერის ავეჯში

იტალიური კომპანია MOROSO 1952 წლიდან აწარმოებს რბილ ავეჯს. პროდუქცია იქმნება მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მიერ მაღალი ხარისხის მასალებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყოველ დეტალს. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს როგორც ფართო მასშტაბიანი პროექტებისთვის მაღალი ხარისხის ავეჯს, ასევე მდიდრული დიზაინით შექმნილ პროდუქციას აპარტამენტებისთვის. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ: სავარძლები, სკამები, დაბალი მაგიდები, საწოლები და სხვა ფუფუნების თანამედროვე და დახვეწილი ავეჯის ელემენტები.

MAGIS

ქვეყანა: Italy

www: www.magisdesign.com

კატალოგი

კარგი დიზაინი დიდ დროს მოითხოვს. ჩვენ ვქმნით ორიგინალურ იდეებს

1976 წლიდან მოყოლებული MAGIS აწარმოებს მაღალფუნქციურ და ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის ავეჯს როგორც სახლისთვის, ასევე ოფისებისთვისა და საზოგადოებრივი ადგილებისთვის. თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან, რომლებიც ქმნიან ექსკლუზიურ და ესთეტიურ პროუქციას, საიდანაც 85% გადის ექსპორტზე და არის 100%-ით იტალიური. ასევე MAGIS-ს აქვს საბავშვო ავეჯის ხაზი ME TOO.

CATTELAN ITALIA

ქვეყანა: Italy

www: www.cattelanitalia.com

კატალოგი

გატაცება ინტერიერის ელემენტებით და დეტალებზე ორიენტირება, ეს კატელანის სტილია

CATTELAN ITALIA 1979 წელს Mr. Giorgio and Mrs.Silvia Cattelan-ის მიერ დაარსდა. კომპანია გემოვნებიანი, დახვეწილი და კომფორტული ავეჯით გამოირჩევა. დიზაინში გამოიყენება სხვადასხვა მასალა: ხე, მინა, მარმარილო, მეტალი და ტყავი, რის შედეგადაც დიზაინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და ინტერიერის მოდის თანამედროვე ტენდენციებს. CATTELAN ITALIA-ს ავეჯი 100%-ით დამზადებულია იტალიაში წარმოებული დეტალებისგან. CATTELAN ITALIA ეს არის არასდანტარტული მასალებისა და ფერების შეხამება.

PEDRALI

ქვეყანა: Italy

www: pedrali.it

კატალოგი

PEDRALI -იტალიური სურნელი

PEDRALI იტალიური კომპანია, რომელიც 1963 წლიდან აწარმოებს თანამედროვე ავეჯს სახლისთვის, ოფისისთვისა და საზოგადოებრივი ადგილებისთვის. სკამების, მაგიდების, სანათებისა და საკიდების ფართო ასორტიმენტი ექსკლუზიურად წარმოებულია იტალიაში ტრადიციული და ინოვაციური, საინჟინრო და კრეატიული სტილის გამოყენებით. ცნობილი დიზაინერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას PEDRALI-ს ღირებული პროდუქციის შექმნაში.