LOGIN
GEO / ENG



ავეჯი & სამზარეულო

MOROSO

ქვეყანა: Italy

www: moroso.it

კატალოგი

სილამაზე და დახვეწილობა ინტერიერის ავეჯში

იტალიური კომპანია MOROSO 1952 წლიდან აწარმოებს რბილ ავეჯს. პროდუქცია იქმნება მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მიერ მაღალი ხარისხის მასალებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყოველ დეტალს. კომპანია სთავაზობს მომხმარებელს როგორც ფართო მასშტაბიანი პროექტებისთვის მაღალი ხარისხის ავეჯს, ასევე მდიდრული დიზაინით შექმნილ პროდუქციას აპარტამენტებისთვის. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ: სავარძლები, სკამები, დაბალი მაგიდები, საწოლები და სხვა ფუფუნების თანამედროვე და დახვეწილი ავეჯის ელემენტები.

ARKETIPO

ქვეყანა: Italy

www: arketipo.com

კატალოგი

ARKETIPO-ს ყველა პროდუქტი ხელოვნების ნიმუშია

კომპანია ARKETIPO არის მსოფლიოში აღიარებული იტალიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს ავეჯს. იგი დაარსდა 1980-იან წლებში. ARKETIPO გამოირჩევა სადა და ელეგანტური სტილით, რომელშიც გაერთიანებულია კულტურა, ტრადიცია და მაღალი ხარისხი. 2011 წლიდან კომპანიამ მიიღო საერთაშორისო აღიარება უმაღლესი ხარისხის დივნების წარმოებაში, სადაც გამოყენებულია ტასკანის ტექსტილის ტრადიცია. სავარძლები, საწოლები, მაგიდები, სასადილო მაგიდები, სკამები და აქსესუარები - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელიც შეუმჩნევლად არ დაგრჩებათ გორგია პრემიუმის იტალიურ შოუ-რუმში.

MAGIS

ქვეყანა: Italy

www: www.magisdesign.com/

კატალოგი

კარგი დიზაინი დიდ დროს მოითხოვს. ჩვენ ვქმნით ორიგინალურ იდეებს

1976 წლიდან მოყოლებული MAGIS აწარმოებს მაღალფუნქციურ და ტექნოლოგიურად მაღალი ხარისხის ავეჯს როგორც სახლისთვის, ასევე ოფისებისთვისა და საზოგადოებრივი ადგილებისთვის. თანამშრომლობს ცნობილ დიზაინერებთან, რომლებიც ქმნიან ექსკლუზიურ და ესთეტიურ პროუქციას, საიდანაც 85% გადის ექსპორტზე და არის 100%-ით იტალიური. ასევე MAGIS-ს აქვს საბავშვო ავეჯის ხაზი ME TOO.

ESCO

ქვეყანა: Česko

www: escogroup.eu

კატალოგი

თუ არჩევთ მუხის პარკეტს, ჩვენ გირჩევთ ESCO

ESCO ჯგუფი 1997 წლიდან აწარმოებს მუხის ხის პარკეტს ჩეხეთში. ევროპული მუხისგან იქმნება როგორც მასიური, ასევე სამშრიანი და ორშრიანი პარკეტი. ESCO GROUP პარკეტი გამოირჩევა ემოციების და სტილის ფართო არჩევანით, რომელიც განთქმულია დიზაინერებს შორის როგორც უმაღლესი ხარისხის და მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული იატაკი. თუ გსურთ, რომ თქვენი სახლის პარკეტი გამოხატავდეს თქვენს ხასიათს, მაშინ აუცილებლად უნდა გვეწვიოთ გორგია პრემიუმის იტალიურ შოუ-რუმში, სადაც წარმოდგენილია ESCO-ს უახლესი კოლექციები. ჩვენს შოუ-რუმში თქვენ დაგხვდებათ ESCO პარკეტის 64 სტილი. ჩვენ ასევე შეგვიძლია სპეც.შეკვეთით ჩამოგიტანოთ მუხის პარკეტის ის ვარიაციები, რომლებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ ჩვენთან არსებული ESCO-ს კატალოგებიდან.

CATTELAN ITALIA

ქვეყანა: Italy

www: www.cattelanitalia.com

კატალოგი

გატაცება ინტერიერის ელემენტებით და დეტალებზე ორიენტირება, ეს კატელანის სტილია

CATTELAN ITALIA 1979 წელს Mr. Giorgio and Mrs.Silvia Cattelan-ის მიერ დაარსდა. კომპანია გემოვნებიანი, დახვეწილი და კომფორტული ავეჯით გამოირჩევა. დიზაინში გამოიყენება სხვადასხვა მასალა: ხე, მინა, მარმარილო, მეტალი და ტყავი, რის შედეგადაც დიზაინი ნამდვილად შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და ინტერიერის მოდის თანამედროვე ტენდენციებს. CATTELAN ITALIA-ს ავეჯი 100%-ით დამზადებულია იტალიაში წარმოებული დეტალებისგან. CATTELAN ITALIA ეს არის არასდანტარტული მასალებისა და ფერების შეხამება.

PEDRALI

ქვეყანა: Italy

www: pedrali.it

კატალოგი

PEDRALI - იტალიური სურნელი

PEDRALI არის იტალიური კომპანია, რომელიც 1963 წლიდან აწარმოებს თანამედროვე ავეჯს სახლისთვის, ოფისისთვის და საზოგადოებრივი ადგილებისთვის.სკამების, მაგიდების, სანათების და საკიდების ფართო ასორტიმენტი ექსკლუზიურად წარმოებულია იტალიაში ტრადიციული და ინოვაციური, საინჟინრო და კრეატიული სტილის გამოყენებით. ცნობილი დიზაინერები აქტიურად იღებენ მონაწილეობას PEDRALI-ს ღირებული პროდუქციის შექმნაში.