LOGIN
GEO / ENG



ფილები

PAMESA

ქვეყანა: Spain

www: pamesa.com

კატალოგი

ფილების უნიკალური დიზაინი რომელიც პასუხობს მომხმარებელთა ხარისხისადმი და ფასებისადმი მოთხოვნებს

1972 წლიდან ესპანური ფილების ბრენდმა PAMESA ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ფილების წარმოების ტექნოლოგიასა და დიზაინში. PAMESA კერამიკული ფილების კოლექცია გამოირჩევა თავისი ინოვაციური და ავანგარდული დიზაინით. PAMESA-თვის როგორც ფილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდისთვის ყველაზე პრიორიტეტული ბიზნეს მოდელში მისი მომხმარებელია. ბრენდი ითვალისწინებს თითოეული მომხმარებლის მოლოდინს და ორინეტირებულია ხანგრძლივ ურთიერთობაზე, რომელიც ეფუძნება ნდობას და სთავაზობს მათ საიმედო პროდუქციასა და მომსახურებას. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ PAMES-ს კედლისა და იატაკის ფილების ფართო არჩევანი, რომელიც პასუხობს სსვადასხვა ხასიათის მომხმარებლის ცხოვრების სტილსა და გემოვნებას.

TAU CERAMICA

ქვეყანა: Spain

www: tauceramica.com

კატალოგი

Tau ceramica მსოფლიოში კერამიკული ფილების ინდუსტრიაში ყველაზე ინოვაციური ბრენდი

TAU ceramica - ინოვატორი კომპანია, რომელიც გთავაზობთ კერამიკული ფილების ყველაზე ფართო არჩევანს. ფერთა უწყვეტი პალიტრა, დაპრესილი, გამომშრალი, დეკორატიული, გამომწვარი და პრიალა სახეობის ფილები, რომლებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ გორგია პრემიუმში დაგეხმარებათ შექმნათ ფასადურ არქიტექტურასა და ინტერიერში განუმეორებელი პროექტები. გორგია პრემიუმი გთავაზობთ საქართველოში Tau ceramica ბრენდის ყველაზე ფართო არჩევანს. ფაიფურის ფილები, კერამიკული იატაკი, ტექნიკური ფილები, სპეციფიური და დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები ზედაპირის ნაირსახეობით: გლუვი, პრიალა, ხავერდოვანი, სადა, ბრჭყვიალა, რეკტიფიცირეული გულგრილს ცერც ერთ მომხმარებელს დატოვებს.

MARAZZI

ქვეყანა: Italy

www: marazzi.it

კატალოგი

შექმენით იდეალური სივრცე. MARAZZI როგორც კერამიკული ფილების უახლესი ტექნოლოგიების გამოხატულება

ფილების წარმოების თითქმის ერთ საუკუნოვანი იტალიური ისტორია და კულტურა, განსხვავებული ხედვა და ინოვაციური შესაძლებლობები, კრეატიული დიზაინი, ეს ის ძლიერი მხარეებია, რომელიც 1935 წლიდან ევროპაში ფილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის MARAZZI-ს წარმატების ფორმულას განსაზღვრავს. 5000-მდე დასახელების კერამიკული ფილა, კრისტალიზებული და ნახევრად გამომწვარი მოზაიკა და მარმარილო, ინტერიერის დიზაინში უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი გრანიტებისა და ბუნებრივი ქვების კოლექცია, ფილების ფერთა პალიტრა, ეს ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, რომელსაც გორგია პრემიუმი თანამედროვე არქიტექტორებს, დიზაინერებსა და რემონტით დაინტერესებულ ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს. MARAZZI-ს ძირითადი პროდუქტები გორგია პრემიუმში: კერამიკული ფილები, გრანიტი, ტექნიკური გრანიტი, მოზაიკა, ბორდიურები და კიბეები.

PERONDA

ქვეყანა: Italy

www: peronda.com

კატალოგი

ელეგანტურობისა და სტილის იდეალური შერწყმა

Peronda Group გახლავთ იატაკისა და კედლის კერამიკული ფილების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური მწარმოებელი, რომელიც აერთიანებს შემდეგ ბრენდებს: Peronda Cerámicas, MUSEUM PERONDA და HARMONY PERONDA. მსოფლიო ხელოვნებისა და მოდის უახლესი ტენდეციებით შთაგონებული ბრენდი Peronda Cerámicas გთავაზობთ ინოვაციურობას და უმაღლეს ხარისხს. Museum by Peronda-ს მოჭიქული ფაიფურის კრამიტის კოლექცია დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ქვებისგან. Museum by Peronda ფილების კატეგორიაში უდაოდ ფუფუნებისა და დახვეწილობის ეტალონია. Harmony by Peronda-ს ნებისმიერი კოლექცია კი იდეალურად უხდება ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეს. Peronda-ს მოზაიკის ფილებითა და აბაზანის ავეჯის ელემენტებით რომლებიც დამზადებულია ლითონით, მინით და ქვით, გორგია პრემიუმი გამოხატავს Peronda-ს სტილს საქართველოში. დიზაინერებსა და რემონტით დაინტერესებულ მომხმარებლებს გორგია პრემიუმი ყოველთვის სთავაზობს Peronda-ს ბრენდების უახლეს კოლექციებს. სწორედ ამიტომაც ირჩევს გორგია პრემიუმის მომხმარებელი ბრენდ Peronda-ს.