LOGIN
GEO / ENG



ფილები

PAMESA

ქვეყანა: Spain

www: pamesa.com

კატალოგი

ფილების უნიკალური დიზაინი რომელიც პასუხობს მომხმარებელთა ხარისხისადმი და ფასებისადმი მოთხოვნებს

1972 წლიდან ესპანური ფილების ბრენდმა PAMESA ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ფილების წარმოების ტექნოლოგიასა და დიზაინში. PAMESA კერამიკული ფილების კოლექცია გამოირჩევა თავისი ინოვაციური და ავანგარდული დიზაინით. PAMESA-თვის როგორც ფილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდისთვის ყველაზე პრიორიტეტული ბიზნეს მოდელში მისი მომხმარებელია. ბრენდი ითვალისწინებს თითოეული მომხმარებლის მოლოდინს და ორინეტირებულია ხანგრძლივ ურთიერთობაზე, რომელიც ეფუძნება ნდობას და სთავაზობს მათ საიმედო პროდუქციასა და მომსახურებას. გორგია პრემიუმში თქვენ დაგხვდებათ PAMES-ს კედლისა და იატაკის ფილების ფართო არჩევანი, რომელიც პასუხობს სსვადასხვა ხასიათის მომხმარებლის ცხოვრების სტილსა და გემოვნებას.

TAU CERAMICA

ქვეყანა: Spain

www: tauceramica.com

კატალოგი

Tau ceramica მსოფლიოში კერამიკული ფილების ინდუსტრიაში ყველაზე ინოვაციური ბრენდი

TAU ceramica - ინოვატორი კომპანია, რომელიც გთავაზობთ კერამიკული ფილების ყველაზე ფართო არჩევანს. ფერთა უწყვეტი პალიტრა, დაპრესილი, გამომშრალი, დეკორატიული, გამომწვარი და პრიალა სახეობის ფილები, რომლებიც შეგიძლიათ შეარჩიოთ გორგია პრემიუმში დაგეხმარებათ შექმნათ ფასადურ არქიტექტურასა და ინტერიერში განუმეორებელი პროექტები. გორგია პრემიუმი გთავაზობთ საქართველოში Tau ceramica ბრენდის ყველაზე ფართო არჩევანს. ფაიფურის ფილები, კერამიკული იატაკი, ტექნიკური ფილები, სპეციფიური და დეკორატიული მოსაპირკეთებელი ფილები ზედაპირის ნაირსახეობით: გლუვი, პრიალა, ხავერდოვანი, სადა, ბრჭყვიალა, რეკტიფიცირეული გულგრილს ცერც ერთ მომხმარებელს დატოვებს.

MARAZZI

ქვეყანა: Italy

www: marazzi.it

კატალოგი

შექმენით იდეალური სივრცე. MARAZZI როგორც კერამიკული ფილების უახლესი ტექნოლოგიების გამოხატულება

ფილების წარმოების თითქმის ერთ საუკუნოვანი იტალიური ისტორია და კულტურა, განსხვავებული ხედვა და ინოვაციური შესაძლებლობები, კრეატიული დიზაინი, ეს ის ძლიერი მხარეებია, რომელიც 1935 წლიდან ევროპაში ფილების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის MARAZZI-ს წარმატების ფორმულას განსაზღვრავს. 5000-მდე დასახელების კერამიკული ფილა, კრისტალიზებული და ნახევრად გამომწვარი მოზაიკა და მარმარილო, ინტერიერის დიზაინში უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით შექმნილი გრანიტებისა და ბუნებრივი ქვების კოლექცია, ფილების ფერთა პალიტრა, ეს ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა, რომელსაც გორგია პრემიუმი თანამედროვე არქიტექტორებს, დიზაინერებსა და რემონტით დაინტერესებულ ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს. MARAZZI-ს ძირითადი პროდუქტები გორგია პრემიუმში: კერამიკული ფილები, გრანიტი, ტექნიკური გრანიტი, მოზაიკა, ბორდიურები და კიბეები.

RAGNO

ქვეყანა: Italy

www: ragno.it

კატალოგი

ფილები რომლებიც იდეალურად უხდება როგორც ინტერიერს, აგრეთვე ექსტერიერს

RAGNO როგორც MARAZZI-ს ჯგუფში შემავალი კერამიკული ფილების წარმოებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური ბრენდი გთავაზობთ მკაცრად განსაზღვრულ, ინტერიერის თანამედროვე და კლასიკურ ფილებს. RAGNO იდეალურად უხდება როგორც ინტერიერის, აგრეთვე ექსტერიერის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. ფილები: ხის, ლითონის, ბეტონის და მარმარილოს ეფექტით, იატაკის და კედლის ფილები როგორც აბაზანისთვის, ასევე სამზარეულოსთვის და მისაღები ოთახისთვის, ბროლის მოზაიკა, ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც გორგია პრემიუმი ბრენდ RAGNO სახით გთავაზობთ.

SERANIT

ქვეყანა: Turkey

www: seranit.com.tr

კატალოგი

ყოველთვის ახალი დიზაინით, ახალი შეგრძნებებით, მხოლოდ მათთვის ვინც ეძებს გამოწვევას

კერამიკული ფილების მწარმოებელ ბრენდ SERANIT-ს ფილების წარმოების სექტორში მუდმივად შეაქვს ინოვაციები. სწორედ SERANIT გახლდათ პირველი კომპანია, რომელმაც აზიურ ბაზარზე შემოიტანა 60*60 და 60*120 სმ ფორმატის ტექნიკური გრანიტები. 2007 წლიდან კი SERANIT ამსხვრევს სტერეოტიპებს და ქმნის 90*90 და 90*135 სმ ზომის ტექნიკურ გრანიტებს. ის ამავდროუალდ აწარმოებს სტანდარტულ ზომებს სხვადასხვა ფერითა და ზედაპირით. ბრენდი საუკეთესოდ არის წარმოდგენილი გორგია პრემიუმში პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანით, ფერებით, ზომებითა და დიზაინით.