LOGIN
GEO / ENG



ჩვენს შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინტერიერის დიზაინის სამყაროში

 

გორგია პრემიუმის იტალიური შოუ-რუმი მაქსიმალურად ერგება საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლების ინტერესებს. ეს ის კატეგორიაა, ვისთვისაც პროდუქციის ხარისხი და თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებები ყველაზე მნიშვნელოვანია სახლის ინტერიერის მოწყობისას. გორგია პრემიუმში წარმოდგენილია მხოლოდ ევროპული ბრენდები სხვადასხვა კატეგორიებიდან. აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი და კარები, შპალერი, განათება და აქსესუარები.

 

გორგია პრემიუმის სტილი

 

გორგია პრემიუმი უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ მოიწყოთ თქვენი ოცნების სახლი. შოუ-რუმის დიზაინი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ინტერიერის დიზაინერებისა და არქიტექტორების ძირითად კონცეფციებზეა დაფუძნებული და მათი ნამუშევრებითაა გაფორმებული. გორგია პრემიუმი ექსკლუზიური წარმომადგენელია სამშენებლო და სარემონტო სფეროში წამყვანი ისეთი ბრენდების, როგორებიც არიან: Duravit, Hatria, Huppe, Geberit, Nobili, Stela, Grohe, Pamesa, Marazzi, Tau Ceramica, Eco Ceramica, Peronda, Flos, Moroso, Fontana Arte, Bertolotto, Roberto Giovannini, Pedrali, Arketipo და სხვა. პრემიუმის შოუ-რუმი ახალი, ორიგინალური და განსხვავებული მიდგომების მრავალფეროვნებაა. ჩვენთან თქვენ ყოველთვის იპოვით იდეალურ იდეას, თუ როგორ განაახლოთ და მოაწყოთ თქვენი სახლის ინტერიერი უახლესი და თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.