გორგია პრემიუმი
LOGIN
GEO / ENG



ჩვენ შესახებ

გორგია პრემიუმის იტალიური შოუ-რუმი მაქსიმალურად ერგება საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებლების ინტერესებს. ეს ის კატეგორიაა, ვისთვისაც პროდუქციის ხარისხი და თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებები ყველაზე მნიშვნელოვანია სახლის ინტერიერის მოწყობისას. გორგია პრემიუმში წარმოდგენილია მხოლოდ ევროპული ბრენდები სხვადასხვა კატეგორიებიდან. აბაზანა და სველი წერტილები, იატაკი და ფილები, ავეჯი და კარები, შპალერი, განათება და აქსესუარები.

სიახლეები

„გორგია“ პრემიუმ კლასის იტალიურ შოუ-რუმს ხსნის

„გორგია პრემიუმის“ საშუალებით ქართველი მომხმარებელი იტალიურ, თანამედროვე და დახვეწილ დიზაინს მაქსიმალურად შეიგრძნობს და საკუთარ გემოვნებას შეუსაბამებს. გორგია პრემიუმის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს იტალიური კომპანიის, Moroso-ს ოფიციალური წარმომადგენლები, Marina Reghesha და Gianluigi Bevilaqua ესტუმრნენ.